ჯოზეფ ქეის დაკითხვა დასრულდა

საქალაქო სასამართლოში ჯოზეფ ქეის თითქმის ექვსსაათიანი დაკითხვა დასრულდა. ბიზნესმენი რიყის ტერიტორიისა და ტელეკომპანია “იმედის” გასხვისების საკითხზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ იკითხებოდა. როგორც პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა გიგა ძნელაძემ განაცხადა, დაკითხულმა მოწმემ უგულავასა და კეზერაშვილის მიმართ წარდგენილი ბრალდებები ცალსახად დაადასტურა. მისივე თქმით, ჯოზეფ ქეის ჩვენებით დადასტურდა, რომ მას “ტელეიმედის” იძულებით ჩამორთმევის შემდეგ თანხა 10 მლნ დოლარი აუნაზღაურდა სახელმწიფოს კუთვნილი ბიუჯეტიდან. პროკურორის თქმით, აღნიშნულს ადასტურებს საბანკო ანგარიშები და ფიქტიური ხელშეკრულებები, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩნია.
პროცესი 31 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები