რატი იონათამიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ნებისმიერი აქცია, რომელიც დაგეგმეს, მტკივნეულად შემოუბრუნდათ
“ნებისმიერი აქცია, რომელიც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა, მტკივნეულად შემოუბრუნდათ მათ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ხვალისთვის დაგეგმილ აქციას.
მისივე თქმით, ძალადობაზე ორიენტირებული დღის წესრიგი “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩევლებსაც არ მოსწონთ.
„რაც შეეხება ამ აქციის შედეგებს, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც კი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაგეგმა, უფრო მტკივნეულად შემოუბრუნდა მათ. ყოველ მომდევნო ჯერზე, პასუხი იყო კიდევ უფრო მტკივნეული „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ერთადერთი ლოგიკური მოლოდინი, რაც მაქვს, ცხადია, არის ის, რომ ამ აქციის შემდეგაც შედგები მათთვის კიდევ უფრო სავალალო იქნება. ეს არის ბუნებრივი კანონზომიერება, ვინაიდან უპასუხისმგებლო და დესტრუქციულ ჯგუფებს იმ მხარდამჭერებისგანაც არ აქვს მხარდაჭერა, ვინც ამ არჩევნებში მათ მისცა ხმა. მათაც კი არ მოსწონთ ეს ძალადობაზე ორიენტირებული დღის წესრიგი“, – განაცხადა იონათამიშვილმა „ქრონიკაში“.