ნიკა გვარამია და მასთან ერთად ბრალდებული პირები კვლავ გამართლდნენ
ტელეკომპანია ‘’რუსთავი 2-ის’’ გენერალური დირექტორი და მასთან ერთად ბრალდებული პირები კვლავ გამართლდნენ. სააპელაციო მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
„გადაწყვეტილებას ველოდი გამომდინარე იქიდან, რომ ლოგიკურად და სამართლიანად მხოლოდ ასეთი შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. თუმცა, რა თქმა უნდა, მოულოდნელი არ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენიც, იმიტომ, რომ ხელისუფლება ძალიან შეეცადა გამამტყუნებელი განაჩენი დამდგარიყო, მაგრამ სასამართლომ ბოლომდე დაიცვა თავისი ვალდებულება და გამოიტანა სამართლიანი და კანონიერი განაჩენი, რაც მათგან საკმაოდ დიდ გამბედაობას მოითხოვდა’’, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიას და მასთან ერთად ბრალდებულებს გამოძიება მათ დიდი ოდენობით ქრთამის აღებასა და საგადასახადო დოკუმენტაციის გამოყენება-გაყალბებას ედავებოდა, თუმცა საქალაქო სასამართლომ ისინი 2013 წლის 14 ნოემბერს გაამართლა.