“ადგილობრივი ექსპორტის ზრდის დინამიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას” – გიორგი ცუცქირიძე
„ადგილობრივი ექსპორტის ზრდა შთამბეჭდავია და წლის ბოლოს, აცდება რა 3 მილიარდ აშშ დოლარს, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწევს,“ – ასე შეაფასა ეკონომიკის ექსპერტმა, გიორგი ცუცქირიძემ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი 2021 წლის ნოემბრისთვის.
თავის პოსტში სოციალურ ქსელში გიორგი ცუცქირიძემ აღნიშნა, რომ პოზიტიური ტენდენციები საგარეო ვაჭრობის მიმართულებით კიდევ უფრო გაძლიერდა 2021 წლის ნოემბერში, ხოლო ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 44.1 პროცენტით გაიზარდა და 325.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა შთამბეჭდავად 48.6%-ით აღემატება პანდემიამდე პერიოდის – 2019 წლის ნოემბერის მონაცემებსაც კი.
რაც შეეხება 2021 წლის იანვარ-ნოემბერს, ადგილობრივი ექსპორტი 28.7 პროცენტით გაიზარდა და 2,809.5 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი ექსპორტის 73.5 პროცენტს გაუტოლდა და 2019 წელთან შედარებით მთელი 13 პროცენტით არის გაუმჯობესებული. 2021 წლის იანვარ-ნოემბერში სავაჭრო ბრუნვამ 12.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 25.1% ით აღემატება წინა წლის შესაბამის პერიოდს, ხოლო 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 7.3% ით მეტია.
ეკონომიკის ექსპერტის შეფასებით, ნიშანდობლივია, რომ ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში ადგილობრივი ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ყველა წამყვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში. მისი თქმით, თვალსაჩინოებისათვის, რუსეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 39.4%-ით და 502.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), თურქეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 75.8%-ით და 275.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ჩინეთში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 24.5%-ით და 537.9 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), უკრაინაში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 51.9%-ით და 159.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა), სომხეთსა (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 49.9%-ით და 115.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა) და აზერბაიჯანში (ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა 37.7%-ით და 100.1 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა). ამასთან, აშშ-ში ადგილობრივი ექსპორტი გაიზარდა სარეკორდო 97.1%-ით და 150.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა, რაც იმ პერსპექტივასაც აჩვენებს, რასაც თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას უნდა მოყვეს.
უმსხვილესი ადგილობრივი საექსპორტო პროდუქტებიდან 2021 წლის იანვარ-ნოემბერში გაიზარდა ფეროშენადნობის (გაიზარდა 79.5%-ით და 414.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აზოტოვანი სასუქებისა (გაიზარდა 59.5%-ით და 97.7 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ყურძნის ნატურალური ღვინოების (გაიზარდა 16.0%-ით და 214.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), მინერალური და მტკნარი წყლების (გაიზარდა 24.4%-ით და 130.9 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), დაგაზიანებული წყლების (გაიზარდა 88.0%-ით და 54.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების (3.2%-ით და 750.1 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა),
ამასთან, გარდა აგროპროდუქციისა, (თხილისა და კაკლის ექსპორტი 29.6%-ით არის გაზრდილი და 104.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), აღსანიშნავია ტრიკოტაჟის ნაწარმის ზრდა(გაიზარდა 62.2%-ით და 57.5 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა).
„პროდუქტების მიხედვით ადგილობრივი ექსპორტის სტრუქტურაში, პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები – ადგილობრივი ექსპორტის 26.7% (750.1 მლნ. აშშ დოლარი), შემდეგ მოდის: ფეროშენადნობები – 14.8% (414.8 მლნ. აშშ დოლარი); ყურძნის ნატურალური ღვინოები – 7.7% (214.9 მლნ. აშშ დოლარი); მინერალური და მტკნარი წყლები – 4.7% (130.9 მლნ. აშშ დოლარი); თხილი და სხვა კაკალი – 3.7% (104.4 მლნ. აშშ დოლარი); აზოტოვანი სასუქები – 3.5% (97.7 მლნ. აშშ დოლარი); სპირტიანი სასმელები – 3.3% (93.2 მლნ. აშშ დოლარი); ოქრო – 2.1% (58.2 მლნ. აშშ დოლარი); ტრიკოტაჟის ნაწარმი – 2.0% (57.5 მლნ. აშშ დოლარი) და დაგაზიანებული წყლები – 1.9% (54.1 მლნ. აშშ დოლარი). შედარებისათვის, კრიზისულ 2020 წელს ექსპორტი 12.0 პროცენტით შემცირდა და 3,343.4 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა, ხოლო იმპორტი 15.4 პროცენტით ნაკლები იყო წინა წლის მაჩვენებელზე და 8,052.9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.
ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ საექსპორტო პროდუქცია ადგილობრივი ნაწარმის სახით, ქმნის რა დამატებულ ღირებულებას ეკონომიკაში, ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს.
„ამასთან, კიდევ ერთხელ ადასტურებს ადგილობრივი წარმოების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების ეფექტურობას, რომელიც “აწარმოე საქართველოს” და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება თანადაფინანსების მექანიზმების სახით და რომელთა დაფინანსებაც 2022 წლის ბიუჯეტში სულაც სარეკორდო 270 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, ექსპორტის მხარდაჭერის თვალსაზრისით,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ.