საფრანგეთის ეკლესიამ პედოფილიის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის ქონების გაყიდვა დაიწყო

საფრანგეთის კათოლიკურმა სამრევლოებმა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად შექმნილი ფონდის დასაფინანსებლად, ქონების გაყიდვა დაიწყეს.

ამის შესახებ გაზეთი Le Parisien წერს.

კერძოდ, კრეტეილის სამრევლოს ეპისკოპოსმა, დომინიკ ბლანშემ გასაყიდად გაიტანა 250 კვ. მ ფართობის სახლი, სადაც ის აქამდე ცხოვრობდა, რომ ფონდში 200 ათასი ევროს ოდენობის შენატანი გააკეთოს.

ასევე, გაზეთის ცნობით, ტულუზის ეპარქია ემზადება საანგარიშო ობიექტების გასაყიდად, რომელიც გეგმავს შეიტანოს 500 ათასი ევროდან 1 მილიონ ევრომდე.

ყველაზე დიდ შენატანს გეგმავს პარიზის ეპარქია – 2 მილიონი ევრო, თუმცა, ეს თანხა უკვე არსებობს ეპარქიის ფინანსურ რეზერვში და მიღებულია უძრავი ქონების იჯარით გაცემის სანაცვლოდ.

საფრანგეთის კათოლიკურ ეკლესიასთან ასოცირებული მღვდლებისა და მოქალაქეების მიერ სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა ფონდი ამოქმედდა ეკლესიაში სექსუალური დანაშაულების დამოუკიდებელი კომისიის (Ciase) ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ.

ანგარიშის თანახმად,1950 წლიდან 216 000 არასრულწლოვანი გახდა სექსუალური დანაშაულის მსხვერპლი კათოლიკე სასულიერო პირების ან რელიგიური ლიდერების მხრიდან.

ეს რიცხვი შეიძლება, 330 ათასამდე გაიზარდოს, თუ ეკლესიასთან დაკავშირებულ ერისკაცთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები დაემატება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები