19 დეკემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 2 380 972 აცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 19 დეკემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია კორონავირუსის 2 380 972 აცრა.
მათივე ცნობით, სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 254 991 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 43.7%.
“სრულად ვაქცინირებულია 1 078 455 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 37.6%. ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 46 562 ადამიანს. 18 დეკემბერს აიცრა 7 081 ადამიანი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.