„ომიკრონის“ შტამი უკვე უკრაინაშიც გამოვლინდა

უკრაინაში კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“, დაინფიცირების, პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას, უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი ვიქტორ ლიაშკო ავრცელებს.

„ინფიცირებული პირი არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან დაბრუნდა, სადაც კონტაქტი ჰქონდა COVID-19-ით დაინფიცირებულებთან“,- აცხადებს მინისტრი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის პაციენტი მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში გადის, ხოლო მასთან კონტაქტში მყოფი პირები დაკვირვების ქვეშ არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები