​რუსეთმა „ღია ცის“ შეთანხმება ოფიციალურად დატოვა

რუსეთი ოფიციალურად გამოვიდა „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებიდან. შესაბამისი გადაწყვეტილება ძალაში დღეს, 18 დეკემბერს შევიდა.

ივნისში რუსეთმა შეტყობინება გაგზავნა უნგრეთთან და კანადასთან შესაბამისი ნაბიჯის შესახებ. რუსეთის მხარემ ასევე გააფრთხილა შეთანხმების სხვა მონაწილეებიც ამ ქვეყნების საელჩოების დახმარებით.

შეგახსენებთ, რომ „ღია ცის“ შეთანხმებას საფუძველი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში 27 სახელმწიფოს მიერ ჩაეყარა – გაერთიანების მონაწილეებმა 1994 წელს მიიღეს დასახელება „ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“. მოგვიანებით 2002 წელს შეთანხმება ძალაში შევიდა. 2005 წლისთვის შეთანხმებას მონაწილე უკვე 34 სახელმწიფო იყო.

შეთანხმების მიზნები იყო სამხედრო აქტივობების ღიაობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ასევე უსაფრთხოების განმტკიცება ნდობისა და სტაბილურობის აღდგენის ღონისძიებების გზით. ხელმომწერმა ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ შეთანხმების ფარგლებში სხვა მხარეებს მისცენ უფლება განახორციელონ სადამკვირვებლო ფრენები ერთმანეთის ტერიტორიებზე ფოტო და ვიდეო გადაღების გამოყენებით. შეთანხმება მონაწილე ქვეყნებს საშუალებას აძლევდა გადაფრენილიყვნენ ერთმანეთის ტერიტორიებზე მხოლოდ მოკლევადიანი ვიზიტის საფუძველზე სამხედრო მოქმედებების გასაკონტროლებლად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები