დანიაში ინფიცირებულთა 20%-ს „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა

დანიაში კორონავირუსით ინფიცირებულ ყოველ მეხუთე ადამიანს „ომიკრონის“ შტამი დაუდასტურდა. ხელისფულება ახალი შეზღუდვების დაწესებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა.

„გასული 24 საათის მანძილზე, ქვეყანაში ინფიცირების 11 ათასი  ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 2500-მდეა“,- განაცხადა დანიის პრემიერმინისტრმა.

ფრედერიკსენის თქმით ქვეყანაში დაიხურება სპორტდარბაზები, კაზინო, გასართობი პარკები, საკონფერენციო დარბაზები, კინოთეატრები და სამხატრო-საგამოფენო დარბაზები. ამასთან ერთად, ზემოთ ჩამოთვლილი სივრცეების მეპატრონეები მიიღებენ ფინანსურ კომპენსაციას.

გარდა ამისა, შეზღუდვა შეეხება მაღაზიებსა და რესტორნებში მომხმარებელთა რიცხვს, პერსონალი ვალდებული იქნება, ატაროს პირბადე. შორ მანძილზე გადასაადგილებლად საზოგადოებრივ ტრანსპორტში სავალდებულო გახდება COVID – პასპორტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები