„ტელეკომპანია „იმედი“, სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე, დავთმე“
ჯოზეფ ქეიმ, რომელსაც საქალაქო სასამართლოში პროკურორები „ტელეიმედისა” და რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე სკაიპის მეშვეობით კითხავენ, განაცხადა, რომ ტელეკომპანია “იმედი“ სიცოცხლის საფრთხიდან გამომდინარე დათმო. ჯოზეფ ქეის განცხადებით, 2007 წელს, როდესაც მის დეიდაშვილს ბადრი პატარკაციშვილს ხელისუფლებასთან ურთიერთობა დაეძაბა, მას ხელისუფლებამ წაუყენა ულტიმატუმი, რის საფუძველზეც იძულებული გახდა, ტელეკომპანია “იმედი“ გაესხვისებინა.
მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილი დაჰპირდა, რომ ხუთი წლის შემდეგ დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებდა. ჯოზეფ კეის განცხადებით, იგი ამაზე დათანხმდა.
„ხელისუფლების მხრიდან იყო მოთხოვნა, რომ ტელევიზია არ უნდა ყოფილიყო გაფორმებული ისეთ პირზე, ვისაც საქართველოში რაიმე დასაკარგი არ ექნებოდა. ასეთი ადამიანი აღმოვჩნდი მე. მოლაპარაკების თანახმად, ბადრი პატარკაციშვილი 5 წლით თმობდა ტელევიზიას“, -აღნიშნა ქეიმ.
მისივე თქმით, ბადრი პატარკაციშვილი დაჰპირდა, რომ ხუთი წლის შემდეგ დახარჯულ თანხას უკან დაუბრუნებდა. ჯოზეფ ქეის განცხადებით, იგი ამაზე დათანხმდა. როგორც ქეიმ აღნიშნა, როდესაც ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, იგი ხელისუფლებასთან მარტო აღმოჩნდა.
„როცა ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა, ხელისუფლებისგან მომივიდა მესიჯები, რომ ის მოლაპარაკებები, რომლებიც დაწყებული იყო „იმედის“ თემაზე, უნდა დამესრულებინა და ბოლომდე მიმეყვანა. ასე აღმოვჩნდი “ტედეიმედის” მფლობელი”, – განაცხადა ქეიმ.