დიდ ბრიტანეთში კოვიდინფიცირების ყველა დროის ანტირეკორდი მოიხსნა

დიდ ბრიტანეთში უკვე მესამე დღეა, „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება.
გასული დღე-ღამის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე, „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 93 ათას შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, რაც, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლის, ექიმ კრის ვიტის განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ „ომიკრონის“ შემთხვევებით ინფიცირების ფაქტები რეკორდულად მატულობს, მომდევნო კვირებში ქვეყანაში შესაძლოა, ინფიცირების დონემ კიდევ უფრო მოიმატოს.
ამ ეტაპზე, ქვეყანაში მოსახეობის 81% სრულად ვაქცინირებულია, მათ შორის – 12 წელს ზემოთ მოზარდებიც, თუმცა, „ომიკრონის“ შტამის დაძლევის მიზნით, მთავრობა მოქალაქეებს „ბუსტერდოზების“ გაკეთებისკენ კვლავ მოუწოდებს.
https://www.euronews.com/2021/12/17/uk-covid-19-cases-hit-record-high-for-third-day-as-omicron-spreads

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები