სტოლტენბერგმა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რუსეთის შეთავაზებას უპასუხა

​ნატო-ს გენერალურმა მდივანმა  იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსმა მიიღო რუსეთის მიერ მომზადებული, უსაფრთხოების პროექტი და თვლის, რომ ნებისმიერი დიალოგი უნდა ითვალისწინებდეს ალიანსის შიშებსა და უკრაინის აზრს.

ამის შესახებ მან ბრიუსელში ბულგარეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ მივიღეთ რუსეთის ბოლო წინადადებები. ჩვენ ნათლად ვაცხადებთ, რომ რუსეთთან ნებისმიერი დიალოგი ასევე უნდა გულისხმობდეს ნატო-ს შიშებს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით, ეფუძნებოდეს ევროპის უსაფრთხოების ძირითად პრინციპებსა და დოკუმენტებს და წარიმართოს ნატო-ს ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციით, როგორიც არის უკრაინა“, – თქვა იენს სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები