მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილე ფილიპ კორის და წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა

ადამიანის უფლებათა დაცვისა დ სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის დირექტორის მოადგილე ფილიპ კორისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში, ღასან ხალილს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს, ყურადღება გამახვილდა ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებისა და იმპლემენტაციის პოზიტიურ შედეგებსა და იმ სფეროებზე, სადაც მდგომარეობა ბავშვთა უფლებრივი თვალსაზრისით საგრძნობლად გაუმჯობესდა, ასევე, იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჯერ კიდევ არსებობს და რომლის დასაძლევადაც ხელისუფლება მაქსიმალური ძალისხმევით იღვწის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები