სლოვაკეთის ყოფილი პრემიერმინისტრი პოლიციამ ანტივაქსერული დემონსტრაციის ორგანიზებისთვის დააკავა

სლოვაკეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და მემარცხენე ძალების წარმომადგენელი – რობერტ ფიკო ანტივაქსერული მიტინგის ორგანიზებისთვის პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც ყველა სახის შეკრება, გამოცხადებული „ლოკდაუნის“ გამო, აკრძალულია.

პოლიციამ ქვეყნის ყოფილი პრემიერის დაკავება უკვე დაადასტურა. არსებული ინფორმაციის მიხედვით, სამართალდამცველებმა რობერტ ფიკო დემონსტრაციის დაწყებამდე დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, „ლოკდაუნი“ მოქმედებს, რის გამოც 6 ადამიანზე მეტი პირის შეკრება ყველა სახის შენობასა და გარე სივრცეში იკრძალება.

წყარო :https://www.euronews.com/2021/12/17/slovakia-s-ex-pm-robert-fico-arrested-on-camera-for-alleged-covid-breach

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები