ოსაკაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

იაპონიის ქალაქ ოსაკას ცენტრში მდებარე ბიზნესკვარტალში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი – NHK ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, 19 გარდაცვლილზე გავრცელდა ინფორმაცია.

ხანძარი ერთ-ერთი შენობის მეოთხე სართულზე, ადგილობრივი დროით 10:20 საათზე (თბილისის დროით 05:20 საათზე) გაჩნდა.

ხანძრის გამომწვევი დაზუსტებული მიზეზი ჯერ უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები