ჩრდილოეთ კორეაში სიცილი, ალკოჰოლის მიღება და ნათესავების დაკრძალვა აკრძალეს

ჩრდილოეთ კორეელებს სიცილი, ალკოჰოლის დალევა, ნათესავების დაკრძალვა, დაბადების დღეების აღნიშვნა აუკრძალეს.

ამის მიზეზი ქვეყნის ყოფილი მმართველის, კინ ჩენ ირის გარდაცვალებიდან 10 წლისთავთან დაკავშირებული 11-დღიანი გლოვა გახდა.

როგორც RFA-ს სინიჯუს მცხოვრებმა უამბო, წინა გლოვის დროს ადამიანებს, რომლებსაც ალკოჰოლური თრობის ქვეშ პოულობდნენ, აკავებდნენ.

“ისინი განიხილებოდნენ, როგორც იდეოლოგური დამნაშავეები. ისინი სადღაც მიჰყავდათ და ამის შემდეგ არავის უნახავს”, – იხსენებს ადგილობრივი.

კიდევ ერთმა მოქალაქემ თქვა, რომ „გლოვის დროს, ოჯახის წევრიც რომ იყოს დაღუპული, ხმამაღლა ტირილის უფლება არ გაქვს და ცხედარი მხოლოდ დასრულების შემდეგ უნდა დაიკრძალოს. ადამიანებს საკუთარ დაბადების დღის აღნიშვნაც არ შეუძლიათ”.

სამხრეთ-დასავლეთის პროვინციის სამხრეთ ჰვანჰაეს მკვიდრმა თქვა, რომ გლოვის პერიოდში ხელისუფლებამ პოლიციის სპეციალური ქვედანაყოფი შექმნა, რომელიც “გაუსწორდება მათ, ვინც აზიანებს კოლექტიური გლოვის განწყობას”.

კიმ ჩენ ირი ქვეყნის ხელმძღვანელად მამის, კიმ ირ სენის გარდაცვალების შემდეგ 1994 წელს დაინიშნა, ის ქვეყანას გარდაცვალებამდე მართავდა – 2011 წლამდე. ის კი შვილმა – ამჟამინდელმა მმართველმა, კიმ ჩენ ინმა ჩაანაცვლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები