იაპონიაში, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, კორონავირუსის აფეთქებაა

იაპონიაში, ოკინავას პრეფექტურაში, აშშ-ის საზღვაო ძალების ბაზაზე, კორონავირუსით ინფიცირების კერა გაჩნდა. ამის შესახებ იაპონიაში აშშ-ის საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის სარდლობამ განაცხადა.
იაპონური გაზეთის – Okinawa Times-ის ცნობით, საუბარი შესაძლოა, მიდიოდეს 70-ზე მეტ ინფიცირებულზე.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ბაზაზე ვირუსი შესაძლოა, იმ ჯარისკაცებმა მიიტანეს, რომლებიც ახლახან, როტაციის ფარგლებში, ბაზაზე საზღვარგარეთიდან ჩავიდნენ.
ამ დროისთვის უცნობია, ვირუსის რომელი შტამის კერაა ბაზაზე და არის თუ არა ის “ომიკრონი”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები