კანადაში ბავშვი ქალის ღვიძლში იპოვეს
კანადელმა ექიმმა, მაიკლ ნარვიმ, რომელიც მანიტობის უნივერსიტეტის კვლევით ინსტიტუტში მუშაობს, საკუთარი პრაქტიკიდან გარე ორსულობის უჩვეულო შემთხვევაზე ისაუბრა.
ექიმის თქმით, 33 წლის ქალში ნაყოფმა ღვიძლში დაიწყო განვითარება.
მან ხაზი გაუსვა, რომ თავის პრაქტიკაში ეს პირველი შემთხვევა იყო.
“მე მეგონა, რომ ყველაფერი მქონდა ნანახი”, – თქვა ნარვიმ.
ექიმის თქმით, გარე ორსულობის დროს ჩვეულებრივი პრაქტიკაა, როდესაც ემბრიონი მუცლის ღრუში ჩნდება.