გუტერეში: კაცობრიობას კიდევ უფრო მძიმე დრო დაუდგება

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, კაცობრიობას შესაძლოა, კიდევ უფრო რთული დრო დაუდგეს.

როგორც მან ჟურნალისტებს წლის შეჯამებისას განუცხადა, წელს COVID-19-ის პანდემია გაგრძელდა და ადამიანთა შორის უთანასწორობა იზრდებოდა.

მისი თქმით, განვითარებად ქვეყნებში დატვირთვა გაიზარდა: პანდემიისგან აღდგენისთვის მათი რესურსები შემცირდა, გაიზარდა ინფლაცია და ვალი.

გუტერეშმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო კლიმატის კრიზისის მოგვარების ტემპს არ მიჰყვება.

“ძალიან შეშფოთებული ვარ. თუ ვითარება არ გაუმჯობესდება და სწრაფად არ გამოსწორდება, ჩვენ კიდევ უფრო რთული დრო დაგვიდგება. COVID-19 ჯერ კიდევ არსებობს. ცხადი ხდება, რომ მხოლოდ ვაქცინებით მას ვერ დავამარცხებთ. ვაქცინები ხელს უშლის უმეტესად ჰოსპიტალიზაციას და სიკვდილს, რაც ანელებს ვირუსის გავრცელებას. თუმცა, გავრცელება არ შემცირებულა. ეს განპირობებულია ვაქცინების არათანაბარი განაწილებითა და ვაქცინაციისგან თავის არიდებით“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები