ლევან ამაშუკელი – მე ვარ მხატვარი კოლორისტი

„კოლორას“, იგივე ლევან ამაშუკელის ფერად სამყაროს ერთი სახელი ჰქვია – „ზმუდარტი“. ის ამერიკელი მწერლისა და კომიკოსის ბობ ზმუდას სახელის ვარიაციებისგან შემდგარი სიტყვაა, რომელიც ლევანმა საკუთარი სახელოსნოსთვის შეარჩია.
ხელოვანი ლევან ამაშუკელი პოსტერების, პორტრეტების, ვიდეოინსტალაციების და ახალი, მხატვრულ-ციფრული მიმდინარეობის ავტორია. სპონტანურად, სრული სიმსუბუქით შექმნილ ნამუშევრებს ხელოვანი მისთვის საინტერესო თემებზე ქმნის. ძველი, გაცვეთილი ფოტოების ახალ „ჟღერადობაზე“ და კარგი მიზნებისთვის შექმნილ ნამუშევრებზე მხატვარი თავად გვიამბობს…

– რამ მოგცა მიმართულება მხატვრობისკენ?10572170_873462952681999_1381435363_n
– ხატვა ბავშვობიდან დავიწყე. მამაჩემი ხატავდა, მეც ვცადე და ისე მომეწონა, დღემდე თავს ვერ ვანებებ. შემდეგ ჩავაბარე ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობაზე. პირველივე კურსზე მივხვდი, რომ ეს მიმართულება არ მაინტერესებდა, მაგრამ აკადემიაში ჩაბარებაზე არ მიფიქრია. სტუდენტობა ალბათ ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო მონაკვეთი იყო. რაც შეეხება „ზმუდარტს“, იგი 2009 წელს შემთხვევით დაიბადა. მიზეზი ერთი ჩვეულებრივი სამხატვრო პროგრამა იყო.
ხატვა კი ერთადერთი საგანი იყო, რაშიც „ხუთიანი“ მყავდა (იცინის). ყოველთვის მაინტერესებდა და ალბათ ეს არის მიზეზი.
– შენი ნამუშევრები ძალიან ფერადი და მკვეთრია. არის თუ არა ისინი შენს პერსონასთანც კავშირში ?
– არ გამოვრიცხავ, რომ ბნელი 90-იანების შედეგი იყოს ასეთი ფერები ჩემს მხატვრობაში. ალბათ,  ის შავი პერიოდი ქვეცნობიერში ჩამრჩა და ჩემი ქვეცნობიერი დღეს  იმ ბნელს მაქსიმალური ფერადოვნებით ეწინააღმდეგება.
– რა ხდება შენს გონებაში მაშინ, როცა ნამუშევარს ქმნი?
– ამოუცნობი პროცესია.  ჩემი ტვინის მეშვეობით გარკვეული ენერგიის გატარება ხდება. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა ექსტრასენსულია.
– შენი ნამუშევრები საუბრობენ… მთავარი გზავნილი საზოგადოებას – ლევან ამაშუკელისგან…
– „ზმუდარტი“ ცდილობს გაგვაღიმოს, გაგვაცინოს, ხასიათზე მოგვიყვანოს, გაგვაფერადოს, „შორტები“ ჩაგვაცვას, ჯიპებიდან ჩამოგვსვას და ფეხით გვატაროს.
– ვიდეოინსტალაციები აზრის უკეთ გამოხატვაში გეხმარება?
– ვიდეოს მეშვეობით უფრო მარტივია, გადმოსცე აზრი, რადგანაც შეგიძლია მიაბა მუსიკა და მოძრაობა. ალბათ, გაგრძელდება ეს მიმართულება.
– რა შთაგაგონებს, იყო ასეთი მრავალმხრივი ნამუშევრებში?10572210_873462966015331_569431197_n
– მუსიკა, ლიტერატურა, ყოველდღიურობა, ანიმაცია, მეგობრები, ცხოველები. მაგრამ მთავარი მაინც მასონური ტალღების დაჭერაა… (იცინის)
– დასრულებული ნამუშევრები არის ის, რაც ჩაფიქრებული გქონდა, თუ მუშაობის პროცესს განსხვავებული იდეები მოაქვს?
– ეს არის რამდენიმე მიმართულება „ზმუდარტში“
1. სპონტანური ნახატები – ძირითადად, ირონიულ ხასიათს ატარებს, სახელთან ერთად იძენს აზრს და ჩემს ყოველდღიურ აზრებს ასახავს;
2. მწერლები, მხატვრები, კინო, მუსიკა – აქ გემოვნებით არჩევ პერსონაჟებს და აპოსტერებ;
3. „ტუპიზმი“ – ახალი მიმართულებაა, იხატება უმარტივესი ხაზებით, ანიმაციური და ინფანტილურია.
– ცოტა ხნის წინ დამთვალიერებელმა შენი პერსონალური გამოფენა იხილა. როგორი შეფასებები მიიღე მათგან?
– ძალიან ცხელოდა, მაგრამ, მგონი, კმაყოფილები დარჩნენ. ბევრი მნახველი მოვიდა, რამდენიმე ოთახი გადანაწილებული, სხვადასხვა მიმართულების ექსპოზიცია დახვდათ. იყო მისტიკური ვიდეოინსტალაცია, პოსტერების გამოფენა ეზოში, ელექტრონული მუსიკა, მოსასვენებელი ოთახიც, სადაც მარტო დემონ ალბრანი უკრავდა. მალე, ალბათ „აფდეით 2“-ს გავაკეთებ. ის პირველი გამოფენისგან განსხვავებული იქნება.

ნანუკა ალავიძე

10559065_873462969348664_1347740182_n

10566004_873462946015333_688393511_n

10567497_873462949348666_483541219_n

10568747_873462959348665_1764122539_n

10574723_873462956015332_311117579_n

10579017_873462942682000_247808543_n

[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=UbkyiUbdFJU&feature=youtu.be” width=”560″ height=”315″]

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები