საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში შეკრებილ პოლიტიკოსებს სიტყვით მიმართავს.
მისი თქმით, გაუთავებელმა პოლარიზაციამ ქვეყანა ჩაძირა.
“საზოგადოება ძალიან მძიმედ განიცდის ამ გაუთავებელ პოლარიზაციას, დაძაბულობას, რომელმაც, რეალურად, ჩვენი ქვეყანა ჩაძირა. პოლარიზაციიდან გამომდინარე, არ არის საკითხი, რომლის გადაწყვეტა შეგვიძლია დღეს”, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.