გია გაბრიჭიძე: “ნაცმედიის” მხრიდან თარგმნილი ტექსტების დამახინჯება იმდენად ხშირია, რომ უკვე არავის უკვირს; ერთ-ერთი ბოლო იაღლიში, რაც „მთავარს“ დაემართა, გუშინდელი ინტერვიუ იყო რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკთან

“ნაც-მედია” რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. ერთ-ერთი ბოლო იაღლიში, რაც ე.წ. “მთავარს” დაემართა, გუშინდელი ინტერვიუ იყო რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკთან. “მთავარმა” ეს ინტერვიუ ისე წარმოაჩინა, რომ, თითქოს, შარლ მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრას არ აპირებდა’’, – ასე ეხმიანება ექსპერტი, გია გაბრიჭიძე ,,რადიო თავისუფლების’’ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტის, რიკარდ ჟოზვიაკის ინტერვიუს მთავარ არხთან, სადაც ჟურნალისტი აცხადებდა, რომ პრემიერმინისტრს შესაძლოა, შარლ მიშელი არ შეხვედროდა.
როგორც გაბრიჭიძე წერს, ,,მთავარმა’’ არხმა ეს ინტერვიუ ისე წარმოაჩინა, რომ თითქოს შარლ მიშელი პრემიერთან შეხვედრას არ აპირებდა, თუმცა როგორც ჟურნალისტის კომენტარიდან ირკვევა მან ზუსტად არ იცოდა შეხვედრის შესახებ.
,,ნაც-მედია” რაც არის, ყველამ კარგად ვიცით. ერთ-ერთი ბოლო იაღლიში, რაც ე.წ. “მთავარს” დაემართა, გუშინდელი ინტერვიუ იყო რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტ რიკარდ ჟოზვიაკთან. “მთავარმა” ეს ინტერვიუ ისე წარმოაჩინა, რომ, თითქოს, შარლ მიშელი ღარიბაშვილთან შეხვედრას არ აპირებდა.
ამის გაკეთება ძალიან ადვილია და თუ ეგ ილეთი არ იცი, შეიძლება, ტყუილი დაიჯერო.
საბედნიეროდ, არამარტო მე ვიცი, თუ როგორ შეიძლება, “გააპარო” ტყუილი. ამ შემთხვევაში, არც ღარიბაშვილის და მიშელის შეხვედრა არ არის მთავარი. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და ეს კარგია.
მთავარი არც ის არის, რომ რადიო “თავისუფლებას” თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ჯაფიაშვილი ცრუ ინფორმაციას არასწორ თარგმანს აბრალებს. ნაცმედიის მხრიდან თარგმნილი ტექსტების დამახინჯება იმდენად ხშირია, რომ უკვე არავის უკვირს.
არც ბატონ ჟოზვიაკის კომენტარი იმის შესახებ, რომ შეხვედრა მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მასთან ინტერვიუ უკვე ეთერში გასული იყო (გამოცდილებით ვიცით, რომ ამას ჟუუურრრნნალისტებისთვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. მაინც იმას იტყოდნენ, რაც აწყობთ).
მთავარი კი ის არის, რომ ამ ე.წ. ტელევიზიებმა რომ თქვან – დღეს კარგი ამინდი იქნებაო, თუ ქუჩაში გასვლას აპირებ, ხუთი ქოლგა და 12 პლაში უნდა წაიღო (ძააალიან პოლიტკორექტულად ვამბობ, თორემ ისე კი მიხვდებით, რისი თქმაც მინდა”, – წერს გია გაბრიჭიძე Facebook – ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები