ნინო ფოჩხუა: ევროკავშირმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და აღიარა ასოცირებული პარტნიორების სწრაფვა ევროპულ ოჯახში

დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. საქართველო წინ მიიწევს ევრო-ატლანტიკური ოჯახისკენ, რაც შეუქცევადი პროცესია, – ასე გამოეხმაურა Facebook- მომხმარებელი, ნინო ფოჩხუა საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში, რომელმაც მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის მე-6 სამიტში

„პრემიერის ვიზიტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო დასავლეთისთვის. ევროკავშირმა დაადასტურა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობა და აღიარა ასოცირებული პარტნიორების სწრაფვა ევროპულ ოჯახში. ლიდერებმა კვლავ გამოხატეს მხარდაჭერა ქვეყნების სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე. გარდა უსაფრთხოებისა, სამიტზე ეკონომიკური პროექტებიც გახმოვანდა, რაც ძალიან დაეხმარება ჩვენს ქვეყანას წინსვლაში და ხელშესახები იქნება თითოეული მოქალაქისთვის. დასრულდა ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს დელეგაციის წარმატებული ვიზიტი ბრიუსელში. საქართველო წინ მიიწევს ევრო-ატლანტიკური ოჯახისკენ, რაც შეუქცევადი პროცესია“, – წერს ნინო ფოჩხუა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები