ბექა დავითულიანი: ეკონომიკის მინისტრთან დარგობრივი შეკითხვები მაქვს

“იყო პანდემია, რაც ეკონომიკას ძალიან ნეგატიურად დაეტყო, მაგრამ გასულ წელს ქართული ეკონომიკა აღდგენის მაღალი ტემპით გამოირჩეოდა​. ეს დასაფასებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, მინისტრის საათის ფორმატში, ნათია თურნავას დარგობრივ შეკითხვებს დაუსვამს.

„რაც შეეხება კითხვებს ეკონომიკის მინისტრთან, მე კონკრეტულად დარგობრივი შეკითხვები მაქვს. ჩემი შეკითხვები შეეხება მთელ რიგ სფეროებს. უნდა ვკითხო, მიიჩნევს თუ არა ნათია თურნავა მიზანშეწონილად რეგულაციების დაწესებას იმისთვის, რომ ეკონომიკამ უფრო აქტიურად დაიწყოს მუშაობა“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

დღეს პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში ნათია თურნავა წარდგება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები