ვიღაც ჟო’ზვიაკი რომ გამოთხარა გუშინ, მავნე ტელევიზიამ, ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელი შეხვდება თუ არა, საკითხავიაო, ახლა შეხვედრა შეაფასებინონ – ამირან სალუქვაძე

ვიღაც ჟო’ზვიაკი რომ გამოთხარა გუშინ, მავნე ტელევიზიამ, ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელი შეხვდება თუ არა, საკითხავიაო, ახლა შეხვედრა შეაფასებინონ, – ამის შესახებ ექსპერტი ამირან სალუქვაძე წერს და პრემიერის საერთაშორისო შეხვედრებს მნიშვნელოვნად აფასებს.

“ვიღაც ჟო’ზვიაკი რომ გამოთხარა გუშინ, მავნე ტელევიზიამ, ირაკლი ღარიბაშვილს შარლ მიშელი შეხვდება თუ არა, საკითხავიაო, ახლა შეხვედრა შეაფასებინონ, ძალიან ღირებული იქნება მისი აზრი. მიშელსაც შეხვდა, სტოლტენბერგსაც და სხვებსაც.

აანონსებდნენ, დელეგაცია ხელცარიელი დაბრუნდებაო. ეს რიტორიკა, რასაც ეწევით, ვის აწყობს, კალიურანდს ჰკითხეთ და გეტყვით. საკუთარი მთავრობის ევროპულ ტურნეს და მაღალი რანგის შეხვედრებს მრუდედ და შურით რომ აშუქებ, ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის ხელის შეშლას რომ ცდილობ და ბრიუსელში დესანტს აგზავნი, ამ დროს თავი რომ პროევროპულად მოგაქვს, სხვას პუტინისტს უწოდებ, თან ზიზღს აფრქვევ და იმუქრები, რომელ შერიგებაზე ღაღადებთ?!” – წერს სოციალურ ქსელში ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები