მებაჟეებმა არადეკლარირებული 104 000 დოლარი და 60 000 ევრო აღმოაჩინეს

შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა საბაჟო – გამშვებ პუნქტ „სარფის“ ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობა გამოავლინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან შემოსული საქართველოს მოქალაქე რ. ხ.-ის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას, 104 000 აშშ დოლარი და 60 000 ევრო აღმოაჩინეს. მოქალაქეს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, სანქციის სახით ფულადი ჯარიმა – 3000 ლარი შეეფარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები