სასამართლოში ჯოზეფ ქეის სკაიპით დაკითხვა მიმდინარეობს

სასამართლოში ჯოზეფ ქეის სკაიპით დაკითხვა მიმდინარეობს. ქეი სკაიპით ნიუ-იორკიდან ერთვება. როგორც სასამართლო პროცესზე გიგი უგულავამ აღნიშნა, ჯოზეფ ქეისთან ხელისუფლება გარიგებულია და ცრუ ჩვენებისთვის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას ჰპირდება, რომელიც პატარკაციშვილებს ეკუთვნის.
რიყის ტერიტორიისა და “ტელეიმედის” გასხვისების საქმეზე პროკურატურის მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი საქალაქო სასამართლოში დღეს სკაიპის მეშვეობით იკითხება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესზე განმარტა, რომ ქეი, როგორც ამერიკის მოქალაქე და იქ მუდმივად მცხოვრები, საქართველოში დასაკითხად ჩამოსვლას ვერ ახერხებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები