ქალების სექსუალური ჰოროსკოპი

ასტროლოგების აზრით, ჰოროსკოპის მიხედვით შესაძლოა გავიგოთ, თუ რა გავლენას ახდენს ვარსკვლავები და კოსმიური ძალები თითოეულ ზოდიაქოს ნიშანზე, რადგან წარმოდგენა გვქონდეს, რა სახის ურთიერთობას უნდა ველოდოთ ამა თუ იმ ადამიანისგან.

ყველა ქალს განსხვავებული და მრავალფეროვანი სურვილები აქვს. სექსუალური ჰოროსკოპის მიხედვით წარმოდგენა შეგექმნებათ ქალებზე და გაგიადვილდებათ მათთან ურთიერთობა.

ვერძი – ველურად ვნებიანი, მგრძნობიარე და გაბედულია. ამ ნიშნის ქალებს შეუძლიათ ყველგან ჰქონდეთ სექსი. იციან რა სურთ _ ინტენსიური და ხშირი სექსუალური კავშირი. უჭირთ გრძნობების კონტროლი, რადგან სიყვარულზე არიან შეყვარებულნი. მოუსვენარი ბუნების არიან და ნებისმიერ აქტიურ მამაკაცს აუბნევენ თავ-გზას. ცეცხლოვან ქალებზე ნადირობა სუსტი ხასიათის კაცებისთვის არ არის მიზანშეწონილი. ყველაზე დიდ მღელვარებას წვერიანი მამაკაცის შეხებისას განიცდიან. ვერძი ყოველთვის მიმზიდველად გამოიყურება და უყვარს ფლირტი და სასიყვარული თავგადასავლები.

კურო – კურო ქალების სურვილია, რომ საყვარელი მამაკაცი იყოს კეთილი, მომთმენი და მათზე შეყვარებული. მათ უყვართ სექსი ისე, როგორც წიგნებშია აღწერილი და დიდ სიამოვნებას იღებენ მისგან, თუმცა პარტნიორსაც არანაკლებ სიამოვნებას ანიჭებენ. მათ მაღალი ტემპერამენტი აქვთ და რთულია მათი დაკმაყოფილება. კუროს თაყვანისმცემლებს საკმაოდ საინტერესო და ფანტაზიით აღსავსე პიროვნებასთან ექნება მისი სახით საქმე, რომელიც მუდამ მზად არის სასიამოვნო ურთიერთობებისა და ფლირტის გასაჩაღებლად. ეროგენული ზონებია ყელი და კისრის არე, უყვარს, როდესაც ყელზე ნაზად ეფერებიან.

ტყუპები – ხშირად აგრესიულია, არ სრცხვენია საკუთარი ქცევების და არასდროს იკავებს თავს, როდესაც სექსი სურს. ძირითადი მოთხოვნებია: მამაკაცმა კარგად იცოდეს თავისი საქმე სექსში. ამ ნიშნის ქალბატონები სულიერ და რომანტიკულ პარტნიორებს ეძებენ. მათთვის სექსუალური აქტის ჩატარების ადგილსაც არ აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ავტომანქანის უკანა სავარძელიც კი შეიძლება მათთვის მისაღები და კომფორტული აღმოჩნდეს. მთავარია, ეს ყველაფერი რაც შეიძლება მალე მოხდეს. მათი ეროგენული ზონაა ხელები და უყვართ ხელებზე მოფერება.

კირჩხიბი – არასოდეს გადადგამს პირველ ნაბიჯს, თუმცა ბრწყინვალე საყვარელია. ახლო ურთიერთობებში მას გასაოცარი ვნებების დემონსტრირება შეუძლია. როდესაც კირჩხიბი სასიყვარულო ურთიერთობებში მთელი გულითა და გრძნობებით ერთვება, მის მამაკაცზე ბედნიერი არავინაა. თუმცა, ამავდროულად, ძლიერი და საკუთარ თავში დარწმუნებული ქალის ნიღბის ქვეშ გულჩვილი და მგრძბიარე ბუნების ნატურა იმალება. უყვარს დაქვემდებარებულ როლში ყოფნა. კირჩხიბ ქალებს საოცრად დიდი სექსუალურობა აქვთ, ზოგიერთ შემთხვევაში კირჩხიბი სექსის მონა ხდება, ეროგენული ზონაა მკერდი.

ლომი – მხიარული, ამაყი და ეპატაჟური. ყველაფერს იღებს მამაკაცისგან, რაც სურს. სექსის დროს მოზღვავებული ემოციების ფონზე ხშირად „ფაქტებს“, ფრჩხილების ჩამონაკაწრებს ტოვებს საყვარელი მამაკაცის ზურგზე. ლომს უყვარს ორიგინალური მოფერება და მამაკაცებს ატკბობს თავისი ლამაზი სხეულით. მისი ფარული ოცნებაა _ ყოველთვის უყვარდეთ და აღმერთებდნენ.

ქალწული – მორცხვი. დიდ ყურადღებას აქცევს მამაკაცის საქციელს და საუბრის მანერას. ვერ იტანს უხეშობას. არ იზიდავს სასიყვარულო თავგადასავლები. არასოდეს ჩაიდენს უზნეო საქციელს. ქალწული ქალი არ არის ცეცხლოვანი, მაგრამ ამ ნიშნის ქალებს შარმი და მიმზიდველობა აქვთ, რითაც მამაკაცებს ატყვევებენ. მათ უყვართ სექსი მყუდრო საძინებელში. ეროგენული ზონა მუცელი, აგრეთვე განსაკუთრებულად რეაგირებს წელზე შეხებისას.

სასწორი – ვნებიანი, გრძნობს, როდესაც არის მზად მისი სხეული სიამოვნების მისაღებად. თვლის, რომ პლერუდია არის სიამოვნება და არა თავდასხმა. როდესაც მიუახლოვდებით დიდ წინააღმდეგობას არ გაგიწევთ და მოსალოდნელია, რომ დათანხმდეს სექსუალურ ურთიერთობას. მთავარია არ გამოიჩინოთ უხეშობა. სასწორს არ ახასიათებს გრძნობების შებოჭვა. ეროგენული ზონებია წელი და საჯდომი.

მორიელი – ცნობისმოყვარე და ექსპერიმენტების მოყვარული. საზოგადოებრივ ადგილებში ბრწყინავს, როგორც ლედი, ხოლო საძინებელში _ როგორც კარგად ჩაცმული მეძავი. ორგაზმის კონტროლი მისთვის მნიშვნელოვანია და ცდილობს არ დაინდოს მამაკაცი და ბოლომდე მიიღოს მისგან სიამოვნება. მამაკაცები ჭკუას კარგავენ მორიელებზე. ეროგენული ზონა სასქესო ორგანო და კისერია.

მშვილდოსანი – მოსწონს სექსი ბუნებაში, ძალიან აღგზნებულია როდესაც იმყოფება კარავში ან ზღვის სანაპიროზე. მოსწონს სწრაფი სექსი. ვერ იტანს ხანგრძლივ პლერუდიას. სექსში გულუხვი და გაუმაძღარია. მისთვის მნიშვნელოვანია თმაზე შეხება. მის კარადაში ყოველთვის არის სექსუალური აქსესუარები.

თხის რქა – არ სჭირდება ბევრი დრო პლერუდიისთვის, გადადით პირდაპირ მთავარ მომენტზე. ძალაუფლების მოყვარულია და უყვარს სექსში დომინირება. საკმარისი მოთმინება და უნარი აქვს დაჟინებით მიიღოს ის, რაც სურს. ეროგენული ზონებია მუცელი და ხელები, გიჟდება მასაჟზე.

მერწყული – სასიყვარულო პლერუდიას ნელა და ნაზად იწყებს. როდესაც დარწმუნდება, რომ ყველაფერი კარგად მიდის, ხდება საოცრად მრავალფეროვანი. უყვარს ნებისმიერი სასიყვარულო თავგადასავალი. მისთვის მთავარია რწმენა, რომ პარტნიორი სათანადო პატივს სცემს მის გრძნობებს და მოთხოვნებს. თავაწყვეტილი ვნებები მისთვის მიუღებელია. მერწყულებს ყველაზე უცნაურ ადგილას აქვთ განლაგებული ეროტიული ზონები: იდაყვები, მუხლები და ფეხის კოჭები. ამ ადგილებზე შეხება მათ სურვილს უძვიღებთ.

თევზები – ყოველთვის კლასიკურად იწყებენ სექსს. თუ თქვენ სექსუალურად თავისუფალი ადამიანი ხართ, დატკბებით მისი ხანგრძლივი ეროტიკით. ისინის იშვიათად ამბობენ არას. თევზები ყველაფერს რომანტიკულად აკეთებენ. საყვარელი ადგილია ჯაკუზი, უყვართ სექსი წყალში. ეროგენული ზონაა ფეხის თითები, გიჟდებიან ტერფების მასაჟზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები