მარიამ ლაშხი: თუ ვინმემ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობაზე წინსვლა, ეს არის საქართველო
“თუ ვინმემ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობაზე წინსვლა, ეს არის საქართველო,”- ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამ პროცესს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი.
“თუ ვინმემ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, ეს არის ევროკავშირი. ევროკავშირი, თავისივე შეფასებებში, სადაც პოლიტიკისგან დაცლილია შეფასება, ვხედავთ, რომ საქართველო არის მოწინავე. თუ ვინმემ უნდა მიიღოს ევროკავშირის წევრობაზე წინსვლა, ეს არის საქართველო, მაგრამ ვხედავთ, რომ ამ პროცესს აქვს პოლიტიკური დღის წესრიგი”, – აცხადებს მარიამ ლაშხი.
შეგახსენებთ, გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებით, ევროკავშირის ახალ წევრებს ვეტოს უფლება შეეზღუდებათ.