თამარ გაბუნია: ჩვენც ველოდებით ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატის დასახელებას, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ ვინ შეცვლის ეკატერინე ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე.

გაბუნია ფიქრობს, რომ კონსულტაციები საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია.

“ჩემთვის ცნობილია, რომ ქალბატონმა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, პოსტი დატოვოს წლის ბოლოს. წლის ბოლომდე პოსტზე დარჩენა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ დაწყებული პროექტები მივიდეს გარკვეულ ეტაპამდე ან დაიხუროს და გადაბარების პროცესიც იყოს უმტკივნეულო.

კანდიდატებთან დაკავშირებით მეც ის ინფორმაცია მაქვს, რაც მედიის საშუალებით ვრცელდება. ვფიქრობ, კონსულტაციები მიმდინარეობს და ჩვენც ველოდებით ახალი კანდიდატის დასახელებას იმისთვის, რომ მასთან ერთად დავიწყოთ მუშაობა”, – განაცხადა გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები