საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანის ცნება გაფართოვდება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა

„ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებას, რომლის თანახმად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებად და მათთან გათანაბრებულ პირებად ჩაითვლებიან იუსტიციის სამინისტროს გამგებლობაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მოსამსახურეებიც, მათ შორის, თადარიგში დათხოვნილნი.

„დღესდღეობით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანებს შორის არ მოიაზრებიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ის მოსამსახურეები, რომლებიც 2008 წლის მდგომარეობით მივლენილნი იქნენ ცხინვალის რეგიონში. სამართლიანი იქნება, რომ ამ ადამიანებსაც ჰქონდეთ ვეტერანის სტატუსი და ისარგებლონ ყველა იმ სოციალური გარანტიით, რომლითაც სარგებლობენ თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე უშიშროების შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები. შემოთავაზებული ცვლილება შეეხება 78 პოტენციურ ვეტერანს”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა. კანონპროექტი იხილება დაჩქარებული წესით და მის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები