საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით განსახორციელებელი რეფორმის მიზნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უწყებათაშორისი კომისიის შექმნა იგეგმება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების შესახებ კანონში ცვლილების შეტანას.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადების მომზადებისა და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან იქმნება უწყებათაშორისი კომისია.

კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება კომისიის დებულებით. კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. „გამომდინარე იქედან, რომ ეს არის ერთჯერადი პროცესი, უწყებათაშორისი კომისია გაუქმდება მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტში წარადგენს შესაბამის წინადადებას”, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა. კანონპროექტის ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, გურამ მაჭარაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები