საგარეო უწყება აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ში ტორნადოს შედეგად გარდაცვლილების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. სამძიმრის ტექსტს საგარეო უწყება “ტვიტერზე” აქვეყნებს.

„ღრმად ვართ დამწუხრებულები ცნობებით აშშ-ის შუადასავლეთის და სამხრეთ შტატებში მომხდარი დამანგრეველი ტორნადოების შესახებ. ჩვენი ფიქრებით მსხვერპლთა ოჯახებთან, მეგობრებსა და ახლობლებთან ვართ. დაზარალებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. საქართველო სოლიდარობას უცხადებს ამერიკის შეერთებულ შტატებს“, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები