ჯოზეფ ქეის სასამართლო დისტანციური მეთოდით დაკითხავს
ტელეკომპანია “იმედის” გასხვისების საქმის მთავარ მოწმეს ჯოზეფ ქეის სასამართლო დისტანციური მეთოდით დღეს დაკითხავს.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ბრალდების მხარემ პროცესზე განმარტა, რომ ქეი, ამერიკის მოქალაქეა და დასაკითხად საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. პროკურორებმა სასამართლოს თხოვნით მიმართეს, მოახდინოს ტექნიკური უზრუნველყოფა და პროცესზე ჯოზეფ ქეი დისტანციურად – სკაიპით დაიკითხოს.
დაცვის მხარის ადვოკატების განაცხადებით, სკაიპის მეშვეობით, ჯოზეფ ქეი ხელწერით ვერ დაადასტურებს ფიცს და მისი მხრიდან ცრუ ჩვენების მიცემა გამორიცხული არ იქნება. საქალაქო სასამართლოში ჯოზეფ ქეის სკაიპით დაკითხვა 14:00 საათზე დაიწყება.