გია ვოლსკი: მინისტრები იცვლებიან, ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს

“ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს”, – ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ტიკარაძის გადადგომასთან დაკავშირებულ კითხვას.

“ორი წლის განმავლობაში ეკატერინე ტიკარაძემ საკმაოდ მძიმე რეჟიმში იმუშავა, იყო სერიოზული შემოტევები. როცა კოვიდმდგომარეობა ასეთია და ეს ყველაფერი ჯანმრთელობასთან არის დაკავშირებული, არის გარემოებები, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს სერიოზულად დაძაბავს. თანამდებობიდან წასვლის დეტალებზე ტიკარაძე თუ არ საუბრობს და აცხადებს, რომ მოგვიანებით ექნება განცხადება, ჩემი შეხედულების გამოხატვისგან თავს შევიკავებდი, თუმცა, ისეთი არაფერი ხდება – მინისტრები, მთავრობები იცვლებიან და ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიცვალოს”, – აცხადებს ვოლსკი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები