ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე 72 მოწმის ჩვენებას გაეცნობიან

ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაცვის მხარეს მოუსმენენ. პროცესზე 72 მოწმის ჩვენებას ეტაპობრივად გაეცნობიან. ადვოკატ რომეო საჯაიას განცხადებით, მტკიცებულებათა ჯაჭვი და მოწმეთა ჩვენებები მართლმსაჯულებას მიაწვდის უტყუარ მასალას, ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებული პირების უდანაშაულობის შესახებ.
საქმე ეხება 2006 წლის იანვარში ნავთლუღში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა. საქმეში ბრალდებულები არიან: ბაჩანა ახალაია, გიორგი მაზმიშვილი და ლევან ქარდავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები