დავითაშვილი – ტიკარაძის გადადგომაზე: გადაწყვეტილება თავად მიიღო, დამატებითი კითხვებით მას მიმართეთ

“ეს იყო ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება, დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, ისევ მას შეიძლება, ჰკითხოთ. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით”, – ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების კითხვას ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის შესახებ.

მისი თქმით, ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრთა კაბინეტში რამდენიმე წელი წარმატებით იმუშავა.

„მას განსაკუთრებით რთულ პერიოდში მოუწია მუშაობა, რადგან პანდემია არის გამოწვევა როგორც მთავრობის ყველა წვერისა და ქვეყნისთვის, ასევე, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა და ხელმძღვანელისთვის. თუმცა, ქალბატონმა ეკამ ასევე თქვა, რომ ის ამ პოლიტიკური გუნდის ნაწილად რჩება, ის აგრძელებს პარტიაში მოღვაწეობას, რაც მისასალმებელია, რადგან ჩვენ ვართ შეკრული, ერთიანი გუნდი და ძალიან მნიშვნელოვანია გუნდის ეს ერთიანობა. რაც შეეხება კაბინეტში ცვლილებებს, ცვლილებები მუდმივად ხდება, სულ ხდება განახლება, მათ შორის, პანდემიის დროს ძალიან ბევრ ქვეყანაში ბევრი მინისტრი იცვლება, ეს იყო ქალბატონი ეკას გადაწყვეტილება. თავად მან გააკეთა ამაზე განცხადება, დამატებითი კითხვები თუ გექნებათ, ისევ მას შეიძლება, ჰკითხოთ. უფრო ზუსტ ინფორმაციას მოგაწვდით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები