ნინო წილოსანი ანდრეას კიფერს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის გენერალურ მდივანს, ანდრეას კიფერს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, საუბარი შეეხო ქვეყანაში გენდერული თანასწორობის კუთხით მიმდინარე პროგრესს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღნიშნულ საკითხს თვითმმართველობების ჭრილში.
„ჩვენ – გენდერული თანასწორობის საბჭო ვგეგმავთ, რომ ადგილობრივი გენდერული თანასწორობის საბჭოებთან, რომლებიც საკრებულოების ფარგლებში იქმნება, მჭიდრო თანამშრომლობა გვქონდეს. ვხვდებით, რომ მათ სჭირდებათ გაძლიერება როგორც გარკვეული ცოდნის, უნარების, ახალი ტენდენციების კუთხით, ასევე, პოლიტიკურ ჭრილში. ამ საბჭოებმა უნდა შეასრულონ რეალური როლი ლოკალურ დონეზე გენდერული თანასწორობის ადვოკატირების კუთხით და, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ, რომ მათ დავეხმაროთ როგორც სამოქმედო გეგმების შემუშავებაში, ასევე მის შესრულებაში. ამ საკითხში თავის მხრივ სტუმარმაც დახმარება აღვიქვა”, – განაცხადა ნინო წილოსანმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ თანამშრომლობას და აღნიშნული მიმართულებით გარკვეულ პროექტებს ერთობლივად შეიმუშავებენ.