მერაბ მეტრეველი: სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა, ოღონდ – ირინას არ შეეხო, როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?
“ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო. სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა, ოღონდ ირინას არ შეეხო.
როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?”, – ამის შესახებ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს და თან ირინა სარიშვილის გამოქვეყნებულ წერილს ურთავს, რომელიც მესამე პრეზიდენტმა საავადმყოფოდან გაუგზავნა.
“ეს სქრინი შემომხვდა დღეს აქ და გულგრილად ვერ ჩავუარე. ან ასეთ დიდ სიყვარულს გულგრილად როგორ უნდა ჩაუარო? თავად განსაჯეთ:
სადღაც 90-იანი წლების ბოლო იყო. სააკშვილი ჯერ კიდევ მგონი “მოქკავშირის” ახლაგაზრდა ლიდერი გახლდათ, ირინა სარიშვილს შევარდნაძის ხელისუფლების კრიტიკის გამო საჯაროდ “პოლიტიკური კახპა” უწოდა. სანაცვლოდ, ედპ-ს მამაკაცი ლიდერები (მაშინ სარიშვილი ჯერ კიდევ არ იყო გაგდებული ამ პარტიიდან) სააკშვილს სახლთან დახვდნენ და, როგორც მაშინდელი ტელევიზიები იუწყებოდნენ, პანჩური ამოარტყეს.
მერე სააკაშვილი პრეზიდენტი გახდა, ხოლო ქალბატონი ირინა საქართველოდან რუსეთში გაქცეულ ნომერ პირველ ტერორისტს და კრემლის მსახურს, იგორ გიორგაძეს შეეკრა და მისი პარტიის ლიდერად მოგვევლინა. სააკაშვილმა მთელი პარტია დაიჭირა და ციხეში ჩაყარა ოღონდ ირინას არ შეეხო.
როგორ გგონიათ, მაშინ შეუყვარდათ ერთმანეთი?
როგორც უნდა იყოს, დღეს ერთად არიან. დღეიდან ამათი სიყვარულის ისტორია ჩემი საყვარელი მელოდრამა ქართულ პოლიტიკაში”, – წერს სოციალურ ქსელში მერაბ მეტრეველი.