მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის წამებაზე საუბარი არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის

უნდათ, რომ სიტყვა წამება აქციონ ისეთი რამის გამომსახველად, რაც ყველაფერია წამების გარდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ აინტერესებთ რა არის წამება, ჰკითხონ თავიანთ მაშინდელ მაღალჩინოსნებს, განსაკუთრებით მათ, ვინც პენიტენციურ სისტემებში მუშაობდნენ. წამება არის ის, რაც ხდებოდა ციხეებში 2012 წლამდე და წამება იყო ის, რის გამოც ის 10 000 ადამიანი მიდიოდა შუაღამეს ნოტარიუსთან და სახელმწიფოს „ჩუქნიდა“ მთელი ცხოვრება ნაგროვებ ქონებას.

ეს ხდებოდა წამების საფუძველზე, მაგრამ სააკაშვილის წამებაზე საუბარი და ის, რაც დღეს ხდება, არის პიარული და ძალიან მდაბიო კამპანია, რომელიც არ ჭრის, მათ მომხრეებშიც კი. მათ მხარეს რამე სიმართლე მაინც რომ იყოს, ისინი კარგად შეფუთავდნენ ამ სიმართლეს. პიარი ნამდვილად არის მათი ძლიერი მხარე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები