ტყვარჩელში, ბინაში გაჩენილ ხანძარს 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელში, ერთ-ერთ ბინაში გაჩენილ ხანძარს 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით არძინბას ქუჩაზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. მეხანძრე-მაშველების მისვლამდე ხანძარი ბინას მთლიანად მოედო. მაშველების თქმით, მოზარდი უჰაერობით დაიხრჩო.