თორნიკე ჭეიშვილი – საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე: დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე
“ნებისმიერი ჯანსაღი დიალოგისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება სამართლებრივ არგუმენტებზე, მზად ვართ,” – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თორნიკე ჭეიშვილმა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობაზე საუბრისას განაცხადა.
„დიალოგის მზაობის პარალელურად, ჩვენთვის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც გადის სუვერენიტეტზე, სახელმწიფო დამოუკიდებლობასა და ეროვნულ ღირებულებებზე, რომელსაც ჩვენი მხრიდან არავინ გადაკვეთს და ეს ძალიან კარგად უნდა გაიგონ, რომ ეს არის ტაბუდადებული თემები, რომელზეც აზრი არ აქვს დისკუსიაში შემოსვლას“, – აღნიშნა თორნიკე ჭეიშვილმა.