“ნონა გაფრინდაშვილი “ნეთფლიქსის” წინააღმდეგ” საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში 24 იანვარს გაიმართება

ქართველი მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის უფლებადამცველის, მაია მწარიაშვილის განცხადებით, “გაფრინდაშვილი “ნეთფლიქსის” წინააღმდეგ“ საქმეზე პირველი სასამართლო პროცესი კალიფორნიის შტატში 24 იანვარს ჩაინიშნა.

“ჩვენ მოვითხოვთ, დაევალოს კომპანია “ნეთფლიქსს”, “დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება 5 მილიონი დოლარის სახით და დეფამაციური ფრაზის გამოსწორებას სერიალში. პირველი სასამართლო მოსმენა ამ საქმეზე დაინიშნა 24 იანვარს კალიფორნიის შტატში. მოლოდინი გვაქვს ძალიან პოზიტიური, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი შედეგის გამოცნობა შეგვიძლია, მაგრამ ამ ეტაპზე სტრატეგიულად კიდევ უფრო წინ ვართ, ვიდრე მაშინ, როდესაც შევიტანეთ სარჩელი. ჩვენი სურვილია სასამართლოს ვაჩვენოთ, რომ ზედაპირზე დევს „ნეთფლიქსის“ ბოროტი განზრახვა – შეეცვალა სწორი ფრაზა არასწორი ფრაზით”, – აღნიშნა მაია მწარიაშვილმა.

ცნობისთვის, სასამართლო დავა შეეხება ეპიზოდს, სადაც საუბარია, რომ ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცებთან და მოხსენიებულია რუს მოჭადრაკედ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები