გიორგი კაპანაძე ტელეკომპანია „პირველს“ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასა და სასამართლოში უჩივლებს

„ტელეკომპანია „პირველი“ უკვე მერამდენედ, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი სახელის დაკავშირებას კომპანიასთან, რომელთანაც შეხება არ მაქვს – შესაბამისად, მივმართავ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ და ასევე სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით”, – ამის შესახებ ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე აცხადებს.

კაპანაძის თქმით, სახეზეა მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

„ტელეკომპანია „პირველი“ უკვე მერამდენედ, სავარაუდოდ, მიზანმიმართულად ცდილობს ჩემი სახელის დაკავშირებას კომპანიასთან, რომელთანაც არანაირი შეხება არ მაქვს. მიუხედავად არაერთგზის განმარტებისა, აღნიშნული ტელეკომპანია სრულიად უსაფუძვლოდ ახდენს ჩემი სახელის ტირაჟირებასა და დეზინფორმაციას გავრცელებას ისე, რომ არცერთ ეტაპზე არ ინტერესდება ჩემი ან ჩემი იურისტის პოზიციით.

სრული აბსურდის დაჟინებით მტკიცება მაფიქრებინებს, რომ სახეზეა მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობა.

ჯერ კიდევ მაისში, მსგავსი სიცრუის ტირაჟირების დროს მე გავავრცელე განცხადება და განვმარტე, რომ არანაირი კავშირი არ მაქვს „ტვ-პირველის“ მიერ ხსენებულ ბიზნესმენსა და კომპანიასთან, თუმცა, ჟურნალისტს სიუჟეტში არც აღნიშნული განცხადება გამოუყენებია და არც ჩემი ამჟამინდელი მოსაზრებით დაინტერესებულა. გამომდინარე აქედან, გადავწყვიტე, ტელეკომპანია „პირველის“ მიზანმიმართულ ცილისწამებას ვუპასუხო. შესაბამისად, მივმართავ „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას“ და ასევე სასამართლოს, სამოქალაქო სარჩელით, რათა აღნიშნულმა მედიასაშუალებამ საჯაროდ უარყოს გავრცელებული დეზინფორმაცია. აქვე კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი საქმიანი და პირადი კავშირი არ მაქვს პიროვნებასთან, რომლის ჩემს სახელთან დაკავშირებას ცდილობს ტელეკომპანია „პირველი“. აღნიშნული პიროვნება ჩვენს ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა 9 წლის წინ, მას შემდეგ კომპანიაში ბევრი დირექტორი შეიცვალა. ამ ხნის განმავლობაში კი მე მასთან და მის ბიზნეს საქმიანობასთან არანაირი გადაკვეთა არ მქონია. ამ ინფორმაციის გადამოწმება მარტივად არის შესაძლებელი საჯარო რეესტრშიც“, – აცხადებს ბიზნესმენი, გიორგი კაპანაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები