სოსო არჩვაძე: ერთ დღეში სოფელი ვერ აშენდება – ეკონომიკა უმჯობესდება, დამაჯერებლად მივდივართ წინ
“ეკონომიკა უმჯობესდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს – საკითხი მუქ ფერებში დაგვიხატოს, ეს ასე არ არის”, – ამის შესახებ “კვირას” ექსპერტმა, სოსო არჩვაძემ პრემიერის განცხადების შეფასებისას განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანა ეკონომიკური თვალსაზრისით დამაჯერებლად მიდის წინ.
“ეკონომიკა უმჯობესდება, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცდილობს – საკითხი მუქ ფერებში დაგვიხატოს, ეს ასე არ არის. ამას მოწმობს აღნიშნული განცხადებაც – პენსიების და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების დაგეგმილი გაზრდა.
2022 წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი იზრდება 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით, რაც რეკორდული და მასშტაბურია ბოლო წლების თვალსაზრისითაც.
ყველა თვალსაზრისით უკეთესი პარამეტრები გვაქვს, მათ შორის, მშპ-ის, ექსპორტის მიმართულებით, ასევე, უმუშევრობის შემცირების კუთხით. იქმნება სამუშაო ადგილები და სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი საქმდება. პოზიტიური დინამიკაა მცირე და საშუალო ბიზნესშიც. ერთ დღეში სოფელი ვერ აშენდება, თუმცა დამაჯერებლად მივდივართ წინ”, – განაცხადა არჩვაძემ.
ცნობისთვის, პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: “როგორც იყო ჩვენი დაპირება – მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ეს არ იქნება ერთჯერადი ცვლილება, ეს მომდევნო წლებშიც გაიზრდება”.