გიორგი ხოჯევანიშვილი: აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ ევროკავშირის დელეგაციასა და ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან
„ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა ევროკავშირის ელჩთან, კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც.
„ვისაუბრეთ ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკაში ხდება, მათ შორის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე, მათ შორის, პარლამენტში მიმდინარე სხვადასხვა პოლიტიკურ პროცესებზე, იმ საკანონმდებლო ინიციატივებზე, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია. ასევე, ისეთ ზეპარტიულ საკითხებზე, როგორიც არის ევროინტეგრაცია და გამოწვევები, რომელიც ჩვენს ქვეყანას ამ მიმართულებით აქვს. ჩვენ, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ძალიან აქტიურ თანამშრომლობას ვაპირებთ ევროკავშირის დელეგაციასა და ევროპაში ჩვენს პარტნიორებთან“, – განაცხადა ხოჯევანიშვილმა.