“შედარებისთვის, 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60%-ს მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს. გამოდის, რომ დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით შევძელით მშპ-ის, მთელი ეკონომიკის გაზრდა, რაც შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და კრიზისების ფონზე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა დეტალურად ისაუბრა 2022 წელს სამინისტროების დაფინანსებაზე. „რაც შეეხება სამინისტროების დაფინანსებას, ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 105 404 800 ლარს, გაზრდილია დაახლოებით 16 000 000 ლარით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 932 000 000 ლარს, გაზრდილია 290 000 000 ლარით. აქედან დაახლოებით 300 მილიონი ლარი მიემართება პროგრამა „აწარმოე საქართველოში” პროექტებისთვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2,8 მილიარდ ლარს.
ბიუჯეტი გაზრდილია 430 000 000 მილიონზე მეტი ლარით. იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 568 400 ლარს, გაზრდილია 14 000 000 ლარით. საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 176 000 000 ლარს, თითქმის 6 000 000 ლარამდე გავზარდეთ. თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს მილიარდ ლარს და გაზრდილია 72 000 000 ლარით ბიუჯეტი. შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 865 000 000 ლარს, გაზრდილი გვაქვს 85 000 000 ლარით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 6 მილიარდ ლარზე მეტს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ბიუჯეტი შეადგენს 3 000 000-ს, გაზრდილია ნახევარი მილიონი ლარით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 593 000 000 ლარს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 684 000 000 ლარს. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 357 000 000 ლარს.
შედარებისთვის, 2022 წლის მთლიანი ვალი შეადგენს 60%-ს მშპ-სთან მიმართებით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი, მთლიანი ეკონომიკა შეადგენდა 58,5 მილიარდ ლარს. გამოდის, რომ დაახლოებით 6,5 მილიარდი ლარით ჩვენ შევძელით მშპს, მთელი ეკონომიკის გარზდა, რაც შთამბეჭდავი მიღწევაა პანდემიისა და კრიზისების ფონზე”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.