დავით ქართველიშვილი: ქართულ პოლიტიკაში დეპუტატების გატაცების ანალოგები ჯერ არ მოგვეპოვება, საინტერესოა ჩვენი მეგობარი-ელჩების მოსაზრება

„დმანისის ახალი საკრებულოს გახსნით სხდომაზე “ნაცმოძრაობის” რომელიმე არჩეულ წევრს შემთხვევით მონაწილეობა რომ არ მიეღო, სექტის მესვეურებმა ისინი ფაქტობრივად გაიტაცეს და ფონიჭალაში ამისთვის საგანგებოდ დაქირავებულ ბინაში გამოკეტეს“, – წერს ექსპერტი, დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმიანება მამუკა მდინარაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ “ნაცმოძრაობამ“ საკრებულოში არჩეული დეპუტატები წაიყვანა თბილისში, ერთ სახლში, რომ ეს ადამიანები საკრებულოს სხდომაზე არ გაპარვოდათ.

“წარმომიდგენია, რა დორბლდინებაა ამ წუთას გორის სამხედრო ჰოსპიტლის გისოსებიან პალატაში. რა სიამოვნება მიიღო პატიმარმა მისი 6G სიხშირით გადაცემული ბრძანების ესოდენ ზედმიწევნით აღსრულებაზე – თბილისის ახალი საკრებულოს გახსნით სხდომაზე “ნაცმოძრაობის” რომელიმე არჩეულ წევრს შემთხვევით მონაწილეობა რომ არ მიეღო, სექტის მესვეურებმა ისინი ფაქტობრივად გაიტაცეს და ფონიჭალაში ამისთვის საგანგებოდ დაქირავებულ ბინაში გამოკეტეს. გატაცებულების დაბრუნება როგორ და როდის მოხდება – ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაჟღერებულა. საინტერესოა ლომჯარიას მოსაზრება – საკრებულოს ამ წევრთა უფლებები ხომ არ დარღვეულა? ქართულ პოლიტიკაში დეპუტატების გატაცების ანალოგები ჯერ არ მოგვეპოვება, და საინტერესოა ჩვენი მეგობარი-ელჩების მოსაზრება? ეს ფაქტი გვაახლოვებს თუ გვაშორებს დემოკრატიის მწვერვალებიდან?”, – წერს ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები