ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან – როზარია პუგლისთან, რომელიც ჩვენს ქვეყანაში 5-წლიან მოღვაწეობას ასრულებს გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შსს-ის ინფორმციით, შეხვედრას ასევე ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე – პირიტ პიკერი და ახალდანიშნული სამხედრო მეკავშირე ოფიცერი – რუშენ აბიდინოღლუ ესწრებოდნენ.
ვახტანგ გომელაურმა როზარია პუგლისს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისთვის, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაძლებლობების გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.