გია ვოლსკი – სააკაშვილის განცხადებაზე: სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც

“პირდაპირ გადაბრალებას ვერ დავარქმევდი სანდრაზე, გამართლება ხდება – კი, ეს დააშავა, უშვებს, აღიარებს ფაქტობრივად, მაგრამ სამაგიეროდ სიკეთეც გააკეთა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის სასამართლო დარბაზში გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

ვოლკის თქმით, სანდრა რულოსვის თემის წამოწევა უადგილო და უზნეო იყო.

„პირდაპირ გადაბრალებას ვერ დავარქმევდი სანდრაზე, გამართლება ხდება – კი, ეს დააშავა, უშვებს, აღიარებს ფაქტობრივად, მაგრამ სამაგიეროდ სიკეთეც გააკეთა. ეს იმას ნიშნავს, რომ კი, ვალერი გელაშვილი დაზარალდა, მაგრამ სხვები ხომ არ დაზარალდნენ, დაახლოებით, ასეთი პერიფრაზი შეიძლება, მივუთითოთ. კანონის დარღვევაზე მიუთითებს, რომ სანდრა რულოვსის გამო ეს კანონი დაირღვა, რომ გამჭვირვალობა არ არსებობს და საიდუმლო ხარჯებიდან მოხდა თანხების გადინება დანიშნულების გარეშე და ამაში სანდრას თემის წამოწევა უადგილოც იყო და უზნეოც, მართალი გითხრათ,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები